„პარი სენ-ჟერმენში“ მიაჩნიათ, რომ კრიზისის გამო ნეიმარის შეძენას ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს
„პარი სენ-ჟერმენში“ მიაჩნიათ, რომ კრიზისის გამო ნეიმარის შეძენას ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს

ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი ამ სეზონის შემდეგ, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩეს.

პარიზულ კლუბში მიაჩნიათ, რომ ფინანსური კრიზისის გამო, რომელიც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული, ბრაზილიელის შესაძენად საკმარისი თანხა არცერთ გუნდს არ ექნება, – იტყობინება გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo).

2017 წლის ზაფხულში, პსჟ-მ „ბარსელონას“ ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაუხადა და ახლა, კატალონიელებს ფორვარდის დაბრუნება სურთ.

ამასთან, ნეიმარი წელიწადში 31.6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს – ეს არის მესამე მაჩვენებელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შემდეგ.

ნეიმარის კონტრაქტი „პსჟ“-სთან 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.