„პარი სენ-ჟერმენში“ კორონავირუსით დაინფიცირების სამი ახალი შემთხვევაა - ინფექცია დაუდგინდა მაურო იკარდის
„პარი სენ-ჟერმენში“ კორონავირუსით დაინფიცირების სამი ახალი შემთხვევაა - ინფექცია დაუდგინდა მაურო იკარდის

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს მაურო იკარდის კორონავირუსი შეეყარა, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

პარიზული კლუბის პრესსამსახურს არ გამოუცხადებია, რომ არგენტინელს COVID-19 აღმოაჩნდა, მაგრამ გუნდში ჩატარებული ტესტირების შედეგები გაამჟღავნა. ბოლო ტესტების მიხედვით, გუნდში დაინფიცირების სამი ახალი შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარეს ნახევარმცველებმა ანხელ დი მარიამ და ლეანდრო პარედესმა და ფორვარდმა ნეიმარმა. სამივე მოთამაშე ახლახანს დაბრუნდა იბიცაზე გატარებული შვებულებიდან.