„პარი სენ-ჟერმენის“ ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი ტრავმირებულია და ის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში „ოსერთან“ ვერ დაეხმარება.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, რუისმა კუნთი დაიზიანა. ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ სერიოზული არაფერია და კლუბმა უბრალოდ გადაწყვიტა, ფეხბურთელი „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებამდე დაასვენოს.
პსჟ-ს სხვა დანაკლისებიც აქვს – განაცხადს გარეთ დარჩნენ უსმან დემბელე, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში და მარკინიოსი.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ოსერის“ შეხვედრა 27 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.