„პარი სენ-ჟერმენს“ მესის გადასაბირებლად მბაპეს გაყიდვა სურს
„პარი სენ-ჟერმენს“ მესის გადასაბირებლად მბაპეს გაყიდვა სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ, შესაძლოა, ზაფხულში დატოვოს პარიზული კლუბი.

ფრანგული პრესის ცნობით, პსჟ-ის ხელმძღვანელობა მზად არის გამოეთხოვოს 22 წლის ფეხბურთელს იმისთვის, რომ „ბარსელონადან“ ლიონელ მესის გაფორმების საშუალება ჰქონდეს.

იტყობინებიან, რომ 33 წლის არგენტინელის ხელფასი წელიწადში 40 მილიონ ევროს გაუთანაბრდება.

წყარო ასევე ამტკიცებს, რომ პარიზელთა ფორვარდს ნეიმარს მუდმივი კავშირი აქვს მესისთან და ცდილობს ის დაიყოლიოს „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლაზე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მესის ხელშეკრულება „ბარსელონასთან“ მიმდინარე წლის 30 ივნისამდეა ძალაში. არგენტინელ ფორვარდზე ასევე პრეტენზიას „მანჩესტერ სიტი“ აცხადებს.

ამ სეზონში მესიმ 28 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.