„პარი სენ-ჟერმენმა“ „ტულუზი“ დაამარცხა - კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლაზე „ტულუზი“ დაამარცხა, მაგრამ ამჯერად ფრანგულ გრანდს უხვგოლიანობით თავი არ გამოუჩენია – 1:0.
საქართველოს ნაკრების ლიდერი ლუის ენრიკემ თავდასხმაში, ე.წ. „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე ათამაშა, მატჩის მიწურულს კი ფლანგზე გადაიყვანა. ხვიჩა ახალ გუნდში ჯერ ისეთი დამაჯერებელი და შედეგიანი ვერ არის, როგორც „ნაპოლიში“ იყო, ვინაიდან გუნდთან ადაპტაციის პროცესს გადის და თანაგუნდელებთან ბოლომდე შეთამაშებულიც არ არის.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე ფაბიან რუიზმა გაიტანა და პარიზელებს სამი ქულა მოუტანა.
„პარი სენ-ჟერმენი“ 22 ტურის შემდეგ 56 ქულით ლიგა 1-ის ერთპიროვნული ლიდერია.