„პარი სენ-ჟერმენმა“ შესაძლოა ბელერინი 30 მილიონ ევროდ შეიძინოს
„პარი სენ-ჟერმენმა“ შესაძლოა ბელერინი 30 მილიონ ევროდ შეიძინოს

ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „არსენალისგან“ შესაძლოა მცველი ექტორ ბელერინი შეიძინოს, იტყობინება გამოცემა „ტოტოფიჩახეს“ (TodoFichajes). წყაროს ინფორმაციით, პარიზელებმა 25 წლის ესპანელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. მისი ტრანსფერის სავარაუდო ფასი კი 30 მილიონ ევროს შეადგენს.

2019/2020 წლების სეზონში ბელერინიმ „არსენალის“ შემადგენლონაში 14 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო.

პორტალი „ტრანსფერმარკტი“ მცველს 32 მილიონ ევროდ აფასებს.