„პარი სენ-ჟერმენმა“ საკლუბო მაღაზიიდან ნეიმარის ატრიბუტიკა ამოიღო
„პარი სენ-ჟერმენმა“ საკლუბო მაღაზიიდან ნეიმარის ატრიბუტიკა ამოიღო

როგორც ჩანს, ახლოვდება ბრაზილიელი ფორვარდის ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნება. ირკვევა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ თავისი საკლუბო მაღაზიიდან გააქრო ბრაზილიელ ფეხბურთელთან დაკავშირებული ყველანაირი ატრიბუტიკა.

პარალელურად, ესპანურმა პრესამ დაწერა, რომ ნეიმარის წარმომადგენლები ორშაბათს „ბარსელონას“ ოფისში შეამჩნიეს. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო ნეიმარის იურისტების სტუმრობის მიზანი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება სწორედ მოსალოდნელ ტრანსფერს უკავშირდებოდეს.

ცოტა ხნის წინ, „პარი სენ-ჟერენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა. რომ ნეიმარს „სხვა კლუბთან“ აქვს მოლაპარაკებები, ოღონდ არ დაუზუსტებია, რომელ გუნდზე იყო ლაპარაკი.