„პარი სენ-ჟერმენმა“ რენატო სანჩესი იჯარის წესით „პანათინაიკოსში“ გაუშვა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ რენატო სანჩესი იჯარის წესით „პანათინაიკოსში“ გაუშვა #1TVSPORT

ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ 28 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატო სანჩესი ერთწლიანი იჯარით ბერძნულ „პანათინაიკოსში“ გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად „პანათინაიკოსს“ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება. სანჩესმა ფრანგული გრანდი იჯარის წესით უკვე მესამედ დატოვა – ის „რომასა“ და „ბენფიკაშიც“ თამაშობდა.

„ბენფიკას“ მაისურით გასულ სეზონში სანჩესმა პორტუგალიის ჩემპიონატში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „პარი სენ-ჟერმენმა“ ფეხბურთელი 2022 წელს შეიძინა.