პარი სენ-ჟერმენმა ნეიმართან მოლაპარაკება განააახლა

12:59, 12.10.2019

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ ნეიმართან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო. ფრანგულ კლუბს სურვილი აქვს ხელშეკრულება 2024 წლამდე გააგრძელოს, – იუწყება „ლა გაზეტა დელო სპორტი“ -ს ჟურნალისტი ნიკოლა სკირი.

ნეიმარის ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდეა, მოლაპარაკებებს კი კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდუ არაუჟუ ხელმძღვანელობს .

წლევანდელი სკანდალის მიუხედავად, რომელიც ნეიმარის „პარი სენ-ჟერმენიდან“ შესაძლო წასვლასთან იყო დაკავშირებული, ბრაზილიელმა განაცხადა რომ , მზად არის კლუბში დარჩეს.

მსგავსი