„პარი სენ-ჟერმენმა“ ნეიმარისა და მბაპეს გაყიდვა უარყო
„პარი სენ-ჟერმენმა“ ნეიმარისა და მბაპეს გაყიდვა უარყო

“პარი სენ-ჟერმენმა” უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ნეიმარისა და კილიან მბაპეს სავარაუდო გაყიდვასთან დაკავშირებით. დაიწერა, რომ პარიზულ კლუბს ეს ტრანსფერები ფინანსური ფეარ პლეის წესების დასაცავად სჭირდება.

კლუბი მკვეთრი და ხისტი განცხადებით გამოვიდა ავტორიტეტული გაზეთის L’Equipe-ის მისამართით, რომელიც ამ ჭორის პირველწყაროა.

„ეს არის სულელური დეზინფორმაცია და ის მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ გააფუჭოს ურთიერთობა ჩვენს კლუბსა და პრესას შორის. ეს არის პსჟ-ის გარშემო ატმოსფეროს გაუარესების მორიგი მცდელობა. ოთხშაბათს, “სტრასბურთან” მატჩის წინ, L’Equipe-მა გამოიგონა და გარეკანზე გამოიტანა „კავანის პრობლემა“. თუ გავითვალისწინებთ პსჟ-ზე მიძღვნილი სტატიების დიდ რაოდენობას, უპრიანია ვიფიქროთ ამ გაზეთის რედაქციის შიზოფრენიულ აშლილობაზე. დეზინფორმაციის დიდი ნაკადისა და L’Equipe-ის მხრიდან ჩვენთვის უბედურების წინასწარმეტყვებელის დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, პსჟ მაინც რჩება ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ფრანგულ კლუბად“, – წერია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე.