პარი სენ-ჟერმენმა მდევრებთან სხვაობა გაზარდა (ვიდეო)

კილიან მბაპეს მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად სენტ-ეტიენი დაამარცხა და სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარ ლილს 12 ქულით უსწრებს და იმის გათვალსწინებით, რომ პარიზელებს 2 მატჩი თადარიგში აქვთ, დაკარგული ქულებით სხვაობა კიდევ უფრო დიდია.

პარიზელების დაწინაურება, ჯერ კიდევ მეორე ტაიმის პირველ წუთებზე, იულიან დრაქსლერს შეეძლო, მაგრამ სენტ-ეტიენის მეკარე სტეფან რუფიე ადგილზე დახვდა ბურთს.

73-ე წუთზე კი კილიან მბაპემ დანი ალვეშის პასით ისარგებლა და მასპინძელთა გოლკიპერს შანსი არ დაუტოვა.

სენტ-ეტიენს ანგარიშის გათანაბრების შანსები ჰქონდა, თუმდა პარიზელებმა ანგარიში შეინარჩუნეს.