„პარი სენ-ჟერმენმა“ მაურიციო პოჩეტინოსთან ახალი კონტრაქტი გაaფორმა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ მაურიციო პოჩეტინოსთან ახალი კონტრაქტი გაaფორმა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენმა“ კონტრაქტი გააფორმა მთავარ მწვრთნელთან მაურიციო პოჩეტინოსთან. ახალი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

ანალოგიური ვადით გახანგრძლივდა ხელშეკრულებები არგენტინელი სპეციალისტის თანაშემწეებთან.

პოჩეტინომ „პარი სენ-ჟერმენი“ იანვარში ჩაიბარა და მაშინ გაფორმდა კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. 2020-21 წლების სეზონში პარიზელებმა მეორე ადგილი დაიკავა საფრანგეთის ჩემპიონატში, მოიპოვა ქვეყნის თასი და სუპერთასი, აგრეთვე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.