„პარი სენ-ჟერმენმა“ „მარსელი“ დაამარცხა – ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკემ მეორე ტაიმში შეცვალა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „მარსელს“ სტუმრად დაუპირისპირდა და პრინციპული მეტოქე 2:1 დაამარცხა.
მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 59 წუთი ითამაშა და რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია, მეორე ტაიმში ქუსლით ლამაზი გოლის გატანაც შეეძლო.
კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე შესულმა ფერან ტორესმა კი შვიდ წუთში ანგარიში გახსნა. მართალია, „მარსელმა“ ანხელ გომესის დარტყმით (72) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მასპინძლებს მარკინიოსმა მეორე ბურთი სწრაფად გაიტანა და პარიზელებს საი ქულა მოუტანა.
ლიგა 1-ში გამართული 5 ტურის შემდეგ პსჟ 8 ქულით მეექვსე ადგილზეა.