„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიას მაისურების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა და ფრანგული გრანდის ონლაინ-მაღაზიამ ქართველი ვარსკვლავის მაისურების გაყიდვა დაიწყო.
„პარი სენ-ჟერმენმა“ საქართველოს ნაკრებისა ვარსკვლავის 7-ნომრიანი მაისურის გაყიდვის დაწყება მაშნვე გამაოცხადა, როგორც კი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ყველაზე დაბალფასიანი გუნდის სათადარიგო მაისურაა, რომელიც 83 დოლარი ღირს, ხოლო ყველაზე ძრვირად ღირებულის ფასი 197 დოლარია.
დაწვრილებით ინფორმაციის ნახვა ფრანგული კლუბის ვებგვერდზე შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი.