„პარი სენ-ჟერმენმა“ იულიან ნაგელსმანთან მოლაპარაკება დაიწყო #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ იულიან ნაგელსმანთან მოლაპარაკება დაიწყო #1TVSPORT

როგორც გამოცემა Foot Mercato იუწყება, „პარი სენ-ჟერმენი“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია და კლუბმა მოლაპარაკება უკვე დაიწყო მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, იულიან ნაგელსმანთან.

ფრანგული ფეხბურთის გრანდი უახლოეს მომავალში კრისტოფ გალტიეს ოფიციალურად დაემშვიდობება, ხოლო ნაგელსმანთან ხელმძღვანელები მორიგ საქმიან შეხვედრას რამდენიმე დღეში გამართავენ.

35 წლის გერმანელი სპეციალისტი მიუნხენის „ბაიერნმა“ მიმდინარე წლის მარტში გაუშვა, მიზეზი კი ბუნდესლიგაში არადამაკმაყოფილებელი შედეგები იყო.

ნაგელსმანი კარიერის მანძილზე „ჰოფენჰაიმსა“ და „ლაიფციგშიც“ მუშაობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით, „ლაიფციგმა“ 2020 წელს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა.