„პარი სენ-ჟერმენმა“ გამარჯვების გემო გაიხსენა და მეორეადგილოსან „მარსელს“ უკვე 13 ქულით უსწრებს (ვიდეო)

ზედიზედ ორი მოუგებელი მატჩის შემდეგ, „პარი სენ-ჯერმენმა“ გამარჯვების გემო გაიხსენა, ნეიმარმა კი მატჩის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო.

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერებმა გასულ კვირას „ამიენთან“ 4:4 ითამაშეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში კი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ სტუმრად 2:1 წააგეს.

23 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერებსა და „ბორდოს“ შორის პარიზში გამართული მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში მე-18 წუთზე სტუმრებმა გახსნეს – თავი უი ჯო ჰვანმა გამოიჩინა, თუმცა შვიდ წუთში ედინსონ კავანიმ წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ, პირველი ტაიმის მიწურულს, გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე მარკინიოსმა გაიყვანა მასპინძლები წინ, მეხუთეზე კი პაბლომ ანგარიში 2:2 გახადა.

მეორე ტაიმში, 63-ე და 69-ე წუთებზე, მარკინიოსმა და მბაპემ პარიზელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადეს, რასაც ბორდომ 83-ეზე ერთი გოლით უპასუხა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო და „პარი სენ-ჟერმენმა“ 4:3 გაიმარჯვა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ბრაზილიელმა ვარსკვკავმა ნეიმარმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გაძევებულ იქნა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „პსჟ“ მეორეადგილოსან „მარსელს“, რომელმაც შინ „ნანტთან“ 1:3 წააგო, 13 ქულით უსწრებს.