„პარი სენ-ჟერმენმა“ ფერან ტორესთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა #1TVSPORT

17:08, 08.08.2026

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელთან, ფერან ტორესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, – ინფორმაციას გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ტორესმა „ბარსელონას“ ხელმძღვანელებს შეატყობინა, რომ კარიერის გაგრძელება ფრანგული გრანდის რიგებში სურს.

მოლაპარაკება უკვე დაიწყო კლუბებს შორის სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით. „ბარსელონა“ ფეხბურთელს არ აიძულებს, გუნდში დარჩეს.

26 წლის ესპანელი „ბარსელონას“ წევრი 2022 წელს გახდა. გუნდის რიგებში მან 207 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა.

მსგავსი