„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბორნმუთს“ ილია ზაბარნის შეძენასთან დაკავშირებით მიმართა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბორნმუთს“ ილია ზაბარნის შეძენასთან დაკავშირებით მიმართა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენმა“ ინგლისურ „ბორნმუთს“ 22 წლის უკრაინელი მცველის, ილია ზაბარნის ტრანსფერის თაობაზე მიმართა, – ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაბარნისთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება უკვე შედგა, თუმცა „ბორნმუთი“ მისი გაყიდვის წინააღმდეგია და ტრანსფერის შესრულებას აფერხებს.

მიუხედავად ამისა, პარიზელები ფეხბურთელის ტრანსფერისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი დღეს ინგლისში გაემგზავრება და „ბორნმუთის“ ხელმძღვანელებს შეხვდება.

ზაბარნი „ბორნმუთში“ 2023 წელს ჩაირიცხა და პრემიერლიგაში თავი მაღალი დონის თამაშით გამოიჩინა. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ფასი 42 მილიონ ევროს შეადგენს.