„პარი სენ-ჟერმენმა“ ალექს ტელესის ტრანსფერი შეათანხმა

20:52, 27.05.2020

პორტუგალიური გამოცემა „ბოლას“ ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ ტრანსფერზე მოელაპარაკა „პორტუს“ განაპირა მცველ ალექს ტელესს.

ფრანგული კლუბი 27 წლის ბრაზილიელში 25 მილიონ ევროს გადაიხდის. ტელესის მიმართ ასევე იჩენდნენ ინტერესს „ჩელსი“ და „ბარსელონა“.

ამ სეზონში ტელესმა „პორტუს“ რიგებში 40 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

მსგავსი