პარი სენ-ჟერმენმა ადრიენ რაბიო კიდევ ერთხელ დასაჯა
პარი სენ-ჟერმენმა ადრიენ რაბიო კიდევ ერთხელ დასაჯა

პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველი ადრიენ რაბიო გუნდთან ერთად მომავალი 2 კვირა ვერ ივარჯიშებს. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო. სწორედ იმ ღამეს, როცა პსჟ მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოთიშა, ფეხბურთელი ღამის კლუბში ერთობოდა.

ამის ამსახველი ვიდეო მისმა მეგობარმა ინსტაგრამზე გააზიარა. ამას ისიც დაერთო, რომ რაბიომ, ასევე ინსტაგრამზე, მოიწონა ვიდეო, სადაც პატრის ევრა მანჩესტერ იუნაიტედის გამარჯვებას საკმაოდ ემოციურად აღნიშნავდა. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის საქციელს უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური უწოდა. სასჯელის სახით კი უკვე მეორედ მოკვეთა ძირითადი გუნდიდან. სანქცია 27 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, შესაძლოა, რაბიოს კონტრაქტი შეუწყვიტონ. 

„მე არსად ვიმალები, კლუბისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ. რომ მოეცათ თამაშის საშუალება, ვითამაშებდი. ყოველთვის კლუბის ერთგული ვიყავი. მანჩესტერთან მარცხი კი დიდი იმედგაცრუება იყო“, – განაცხადა რაბიომ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ.

ფრანგი ნახევარმცველი დიდი ხანია პარიზიდან წასვლას ცდილობს. გუნდთან ხელშეკრულება მას 30 ივნისს უმთავრდება.