„პარი სენ-ჟერმენის“ საკლუბო ბაზაზე, შესაძლოა, საკალათბურთო გუნდი შეიქმნას #1TVSPORT
ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“, შესაძლოა, საკალთბურთო გუნდი შექმნას. კლუბის წარმომადგენელმა Le Parisien-თან საუბარში დაადასტურა, რომ NBA-მ Qatar Sports Investments-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა.
NBA-ს კომისარი ადამ სილვერი „პარი სენ-ჟერმენის“ კატარელ მფლობელს, ნასერ ალ-ხელაიფის ესაუბრა და სამომავლო თანამშრომლობის რამდენიმე მოდელი განიხილეს.
საფრანგეთში კალათბურთის პოპულარობა გაიზარდა. პარიზმა NBA-ის რეგულარული სეზონის რამდენიმე მატჩს უმასპინძლა და ამ შეხვედრებმა გულშემატკივართა შორის დიდი ინტერესი დაიმსახურა. ასევე, პარიზის ოლიმპიადაზე საფნრაგეთის ნაკრები ფინალში გავიდა.
NBA-ს მიზანია, ევროპაში თავისი გავლენა გაზარდოს, ხოლო „პარი სენ-ჟერმენს“ სხვადასხვა ბიზნესგარიგებაში წარმატებით მონაწილეობის გამოცდილება აქვს.