„პარი სენ-ჟერმენის“ საჩემპიონო ფოტოს გადაღებისას, მბაპემ ნეიმარი კადრიდან გააგდო [ვიდეო]
„პარი სენ-ჟერმენის“ საჩემპიონო ფოტოს გადაღებისას, მბაპემ ნეიმარი კადრიდან გააგდო [ვიდეო]

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერთასზე “რენი” 2:0 დაამარცხა. უცნაურად მოიქცა საჩემპიონო ფოტოს გადაღებისას პარიზელთა ფორვარდი კილიან მბაპე. მან კადრიდან გააგდო ბრაზილიელი თანაგუნდელი ნეიმარი, რომელიც მატჩში მონაწილეობას არ იღებდა.

ცნობილია, რომ ნეიმარს „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვება სურს და კონფლიქტი აქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან.

კილიან მბაპე სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

დატოვე კომენტარი