„პარი სენ-ჟერმენის“ მიზანი ზაფხულში მოჰამედ სალაჰთან კონტრაქტის გაფორმება იქნება #1TVSPORT
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენი“ ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის დამატებაზე იმუშავებს.
32 წლის სალაჰს გამორჩეული სეზონი აქვს. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 30 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.
სალაჰს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. შესაბამისად, ზაფხულში ფრანგული კლუბი მის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას შეეცდება.
პსჟ-ს გარდა, მოჰამედ სალაჰის გადაბირებით საუდის არაბეთის ლიგის გუნდი, „ალ ჰილალიც“ ინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა 17 იანვარს „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელია 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.