„პარი სენ-ჟერმენის“ მფლობელი „ლიდსის“ შეძენას გეგმავს
„პარი სენ-ჟერმენის“ მფლობელი „ლიდსის“ შეძენას გეგმავს

„პარი სენ-ჟერმენის“ მფლობელი ნასერ ალ-ჰელაიფი ინგლისური კლუბის „ლიდსის“ შეძენას გეგმავს, – იუწყება Goal.

წყაროს ცნობით გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ლიდსი“ ჩემპიონშიპიდან გაღწევას და პრემიერლიგაში დაბრუნებას მოახერხებს.

პარიზული გრანდის მფლობელი ყატარელი შეიხია, რომელსაც „ლიდსის“ ახლანდელ მფლობელთან, ანდრეა რადრიცანისთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს და მათ ლონდონში წინასწარი მოლაპარაკება უკვე გამართეს.

ჩემპიონშიპის გათამაშების ცხრილში პრემიერლიგის ყოფილი კლუბი „ლიდსი“ მეორე ადგილზეა. მარსელო ბიელსის შეგირდებმა 28 მატჩში 52 ქულა დააგროვეს.