„პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივრები საფრანგეთის თასის ფინალურ მატჩს ბოიკოტს უცხადებენ
„პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივრები საფრანგეთის თასის ფინალურ მატჩს ბოიკოტს უცხადებენ

„პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივართა ჯგუფმა „კოლეკტივ ულტრას“ საფრანგეთის თასის ფინალური მატჩის ბოიკოტირების გადაწყვეტილება მიიღო.

„ვწუხვართ იმის გამო, რომ პარიზელი გულშემატკივრებისთვის ასე ცოტა ადგილი იქნა გამოყოფილი სტადიონზე. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ამ ადგილების განაწილება მოვახდინოთ და სხვა პარიზელების გარეშე მივიღოთ მონაწილეობა ფინალში. ამიტომ, „კოლეკტივ ულტრასი“ ფინალურ მატჩს არ დაესწრება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელები თასს პარიზის მიწაზე დააბრუნებენ. ერთად ჩვენ დაუმარცხებლები ვართ“, – ნათქვამია პარიზელი გულშემატკივრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საფრანგეთის თასის ფინალური მატჩი 24 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩი პარიზის „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება და ერთმანეთის წინაშე „პარი სენ-ჟერმენი“ და „სენტ-ეტიენი“ წარდგებიან.