„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი კიდევ უფრო მიუახლოვდა „ბარსელონაში“ დაბრუნებას. ამის შესახებ გამოაცხადა კატალონურმა რადიო RAC1-მა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი კიდევ უფრო მიუახლოვდა „ბარსელონაში“ დაბრუნებას. ამის შესახებ გამოაცხადა კატალონურმა რადიო RAC1-მა.

წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში, პარიზულმა და კატალონიურმა კლუბებმა მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ 27 წლის ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებით. გარიგების საბოლოო დასრულებაზე ჯერ ლაპარაკი არ არის, მაგრამ „ბარსელონამ“ უკვე დაიწყო მზადება ნეიმარის პრეზენტაციისთვის.

ირკვევა, რომ ესპანეთის ჩემპიონმა შეუკვეთა „ნაიკს“ (Nike) მაისურები ნეიმარის გვარით, თანაც იმ რაოდენობით, რომ დააკმაყოფილოს გულშემატკივართა დიდი მოთხოვნა. თავად ბრაზილიელმა ჩაწერა ვიდეომიმართვა „ბარსელონას“ ფანების მისამართით, რომელიც გამოქვეყნდება ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებით შემდეგ. მასში ნეიმარი ბოდიშს მოიხდის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის გამო და დაასახელებს ორი წლის წინანდელი ტრანსფერის მიზეზებს.

ნეიმარი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წელს გადავიდა 222 მილიონ ევროდ, რითაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.