„პარი სენ-ჟერმენი“ ზამთარში გაძლიერებას არ გამორიცხავს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს ახალი ფეხბურთელების დამატების შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორმაციას ფრანგი ჟურნალისტი აბდელა ბულმა ავრცელებს.
მისი ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზარზე ხელსაყრელი ვარიანტების მოძიებას გეგმავს. საფრანგეთის ჩემპიონი მზად არის, შემადგენლობა მისაღებ ფასად გააძლიეროს, თუმცა კლუბი სატრანსფერო პოლიტიკისა და გრძელვადიანი სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს.
„პარი სენ-ჟერმენს“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შეტევის ხაზში მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, ოპერაცია წარმატებით ჩაიტარა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ პოზიციებზე გეგმავს პარიზული კლუბი გაძლიერებას და ვინ შეიძლება მოხვდეს მის სატრანსფერო სიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ფეხბურთელის დამატება მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ კლუბი ფინანსურად ხელსაყრელ წინადადებას მიიღებს.