„პარი სენ-ჟერმენი“ ტიაგო სილვასთან კონტრაქტს ერთი წლით გააგრძელებს
„პარი სენ-ჟერმენი“ ტიაგო სილვასთან კონტრაქტს ერთი წლით გააგრძელებს

„პარი სენ-ჟერმენი“ ტიაგო სილვასთან კონტარქტის გაგრძელებას კიდევ ერთი წლით გეგმავს. ამ ინფორმაციას „ფუტმერკატო“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად სილვას ხელფასი წელიწადში 14 მილიონი ევროა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მოთამაშეს გასამრჯელოს შემცირებაზე დაიყოლიებს.

ტიაგო სილვა „პარი სენ-ჟერმენში“ მილანიდან 2012 წელს გადავიდა და ტრანსფერის ღირებულებამ მაშინ 42 მილიონი ევრო შეადგინა. 2019-20 წლების სეზონში ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.