„პარი სენ-ჟერმენი“ „სიეტლთან“ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „სიეტლ სონდერსს“ გაუტანა, „პარი სენ-ჟერმენი“ დააწინაურა და პირველი ქართველი გახდა, ვინც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
ორი ტურის შემდეგ პსჟ სამი ქულით მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს იყოფდა და პლეი იფში გასასვლელად მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.
ხვიჩამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, გოლის გატანაც სცადა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
ქართველმა თავდამსხმელმა 35-ე წუთზე მაინც შეძლო ანგარიშის გახსნა. კუთხურის მოწოდების შემდეგ ვიტინიამ ბურთი კარისკენ გაგზავნა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ზურგში მოხვდა და „სიეტლის“ კარში შევარდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველად „მილანის“ ფორმით კახა კალაძემ ითამაშა და ჩემპიონი გახდა, მაგრამ კვარაცხელია პირველი ქართველია, ვინც ტურნირზე გოლით გამოიჩინა თავი.