პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის თასის ფინალში დამარცხდა
პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის თასის ფინალში დამარცხდა

საფრანგეთის თასის ფინალში რენმა პარი სენ-ჟერმენი დაამარცხა და პრესტიჟულ ჯილდოს 1971 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა. პარიზელები ამ მატჩზე უკვე საფრანგეთის ჩემპიონების რანგში გამოვიდნენ და 21-ე წუთისთვის 2-0 იგებდნენ (დანი ალვეში, ნეიმარი), თუმცა რენმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება შეძლო (კიმპემბე – ავტოგოლი, მექსერი).

მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გოლები არ გასულა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კრისტოფერ ნკუნკუმ გააფუჭა.

აღსანიშნავია ასევე, რომ თამაშის 90-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან კილიან მბაპე გააძევა.