„პარი სენ-ჟერმენი“ „რენთან“ დამარცხდა
„პარი სენ-ჟერმენი“ „რენთან“ დამარცხდა

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ მოულოდნელი მარცხი განიცადა. პარიზელები სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმეს.

არადა, დედაქალაქელებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. „რენის“ მცველის უხეში შეცდომა 36-ე წუთზე ურუგვაელმა კავანიმ გოლად აქცია. ტაიმის მიწურულს მასპინძლები გააქტიურდნენ და ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში, კერძოდ კი 48-ე წუთზე, „რენმა“ წინ გასვლაც მოახერხა. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე რენის 16 წლის ფეხბურთელი – ედუარდო კამავინგა გახდა. ანგოლელმა 41 გადაცემიდან 40 ზუსტად შეასრულა, მოიგო ბევრი ორთაბრძოლა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.