„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, ზაფხულში ბრაზილიელი მცველი მარკინიოსი გაყიდოს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, ზაფხულში ბრაზილიელი მცველი მარკინიოსი გაყიდოს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენში“ დიდი ცვლილებები იგეგმება. ფრანგული გამოცემა L’Équipe-ის ინფორმაციით, კლუბი მზადაა, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს გუნდის კაპიტანი მარკინიოსი გაყიდოს.

30 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს საუდის არაბეთის კლუბები იჩენენ. ისინი ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდური თანხის გადახდისთვისაც მზად არიან.

მარკინიოსი პსჟ-ში 2013 წელს გადავიდა „რომადან“ და წლების განმავლობაში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მან პარიზელების მაისურით 480-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიგო. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ მარკინიოსს პსჟ-თან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა, როგორც ჩანს, კლუბი მის გაყიდვაზე რეალურად ფიქრობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გუნდში სერიოზული განახლების პროცესია.