„პარი სენ-ჟერმენი“ მეისონ გრინვუდის შეძენით დაინტერესედა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ მეისონ გრინვუდის შეძენით დაინტერესედა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ „მარსელის“ ინგლისელი თავდამსხმელის, მეისონ გრინვუდის შეძენით დაინტერესდა, – ინფორმაციას გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 75 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თუ გარიგება შედგება, სატრანსფერო თანხის 50 პროცენტს გრინვუდის ყოფილი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღებს.

მეისონ გრინვუდი 2024 წელს „მარსელმა“ 32 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში 23 წლის ინგლისელმა ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.