„პარი სენ-ჟერმენი“ მბაპესა და ნეიმარის კონფლიქტს განიხილავს # 1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ მბაპესა და ნეიმარის კონფლიქტს განიხილავს # 1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა შეშფოთებულია კილიან მბაპესა და ნეიმარს შორის კონფლიქტის გამო და მის მოგვარებას შეეცდება.

„მონპელიესთან“ (5:2) მატჩის შემდეგ, ბრაზილიელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კლუბის შტატიანი პენალტისტი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც ვერ შეძლო საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში 11-მეტრიანის გატანა.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ აპირებს ფორვარდებს შორის შეხვედრის ორგანიზებას, რათა ეს საკითხი განიხილონ. შეხვედრას დაესწრება მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე და სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში.

ამბობენ, რომ ნეიმარამდე მივიდა ჭორი იმის შესახებ, თითქოს მბაპე ცდილობს იმის მიღწევას, რომ ბრაზილიელი გუნდიდან გაუშვან. სწორეს ეს არის ფეხბურთელებს შორის დაძაბულობის ზრდის მიზეზი.

დატოვე კომენტარი