პარი სენ-ჟერმენი „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელით დაინტერესდა
პარი სენ-ჟერმენი „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელით დაინტერესდა

პარიზული კლუბი „იუვენტუსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, – იუწყება Foot Mercato.

გამოცემის ინფომრაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას ტუხელის სხვა მწვრთნელით ჩანაცვლება სურს და ამ პოზიციაზე ყველაზე აქტიურად ალეგრი განიხილება.

მასიმილიანო ალეგრიმ კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზად არის კარიერა მომავალი სეზონიდან გააგრძელოს.