„პარი სენ-ჟერმენი“ იკარდის სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს შეელევა
„პარი სენ-ჟერმენი“ იკარდის სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს შეელევა

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა ცდილობს, მილანის „ინტერი“ თავდამსხმელ მაურო იკარდის ფასის დაკლებაზე დაიყოლიოს. ამ ინფორმაციას იტალიური „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

არგენტინელი ფეხბურთელი „ინტერს“ ეკუთვნის და ამჟამად პარიზულ გრანდში იჯარის წესით გამოდის. პარიზელებს მისი გამოსყიდვა 70 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა ეს ფასი არ აწყობთ და ახლა იტალიურ გუნდს თანხის დაკლების სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს სთავაზობენ. ესენი არიან ლეანდრო პარედესი და იულიან დრაქსლერი.

პარედესი ამჟამად 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო დრაქსლერის ღირებულება 24 მილიონი ევროა.