„პარი სენ ჟერმენი“ იამალის შეძენით კვლავ დაინტერესებულია #1TVSPOT
„პარი სენ ჟერმენი“ იამალის შეძენით კვლავ დაინტერესებულია #1TVSPOT

„პარი სენ ჟერმენი“ „ბარსელონას“ ვინგერის, ლამინ იამალის გადაბირებით კვლავ ინტერესდება – ამის შესახებ ინფორმაციას El  Nacional-ი ავრცელებს.

პარიზელები ცდილობენ, 17 წლის ფეხბურთელი დაარწმუნონ, რომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.

გამოცემის ცნობით, პსჟ მზად არის, ფეხბურთელს რეკორდული კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც იმ პირობებს შეესაბამება, რაც თავის დროზე კილიან მბაპეს ჰქონდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი „ბარსელონას“ აღზრდილია, მას მთავარ გუნდში დებიუტი 2023 წელს ჰქონდა. წელს მისი მონაგარი 38 მატჩში 13 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.