„პარი სენ-ჟერმენი“ გვარდიოლას სოლიდურ წინადადებას შესთავაზებს
„პარი სენ-ჟერმენი“ გვარდიოლას სოლიდურ წინადადებას შესთავაზებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდს სათავეში ჩაუდგეს „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა, – წერს გაზეთი „დეილი ექსპრესი“.

მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლა „სიტიში“ დარჩენის სურვილს გამოთქვამს, პარიზელი ბოსები აპირებენ, სპეციალისტს სოლიდური წინადადებით მიმართონ, რათა მან ჩაიბაროს „პარი სენ-ჟერმენი“ მოქმედი მწვრთნელის, თომას ტუხელის გადაყენების შემთხვევაში.

პსჟ-ში დაგეგმილია კლუბის ახალ დონეზე გაყვანა და მიაჩნიათ, რომ ამის გაკეთება გვარდიოლას მწვრთნელობისას იქნება შესაძლებელი.

გვარდიოლას კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2021 წლის ივნისამდეა ძალაში. პრესის ვერსიით, ესპანელი სპეციალისტის ხელფასი წელიწადში 23.5 მილიონ ევროს უტოლდება.