„პარი სენ-ჟერმენი“ ფერან ტორესს ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ფერან ტორესის ტრანსფერზე მუშაობს და მზად არის, ფეხბურთელს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „სპორტი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ესპანელი ფეხბურთელის შეძენას დაახლოებით 30-40 მილიონ ევროდ შეძლებენ. მას მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ფერან ტორესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მთავარი გმირი იყო – მისი გოლით ესპანეთის ნაკრებმა არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ტორესი „ბარსელონას“ წევრი 2021 წელს გახდა, მის სანაცვლოდ ესპანურმა ფეხბურთის გრანდმა „მანჩესტერ სიტის“ 55 მილიონი ევრო გადაუხადა. მან გუნდის მაისურით ჩატარებულ 207 მატჩში 65 გოლი გაიტანა და შვიდი ტიტული მოიგო.