„პარი სენ-ჟერმენი“ დრაქსლერის გაშვებას თანხმდება
„პარი სენ-ჟერმენი“ დრაქსლერის გაშვებას თანხმდება

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა საშუალებას მისცემს გერმანელ ნახევარმცველს იულიან დრაქსლერს – დატოვოს პარიზული კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ღირსეული წინადადებით მიმართავენ, – წერს გაზეთი „ეკიპი“ (L’Equipe)

ამ მომენტისთვის, დრაქსლერის მიმართ ყველაზე დიდ დაინტერესებას გამოთქვამენ „ბაიერნი“ და „ტოტენჰემი“, თუმცა, მათ კონკრეტული წინადადება არ მოუმზადებიათ.

დრაქსლერი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წელს გადავიდა „ვოლფსბურგიდან“ 36 მილიონ ევროდ და მას შემდეგ, 118 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 25 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.