„პარი სენ-ჟერმენი“ დი მარიას გასაყიდად ემზადება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ დი მარიას გასაყიდად ემზადება #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის სეზონის ბოლოს გამოეთხოვოს ნახევარმცველ ანხელ დი მარიას.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, პარიზული კლუბი არ გააგრძელებს 34 წლის არგენტინელთან კონტრაქტს, რომელიც 2022 წლის ზაფხულში იწურება.

ჭორების მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენი“ უკვე ჩამოყალიბდა დი მარიას პოტენციურ შემცვლელზე – ლაპარაკია „მანჩესტერ სიტის“ გარემარბ რიად მაჰრეზზე და „ლიონის“ ნახევარმცველ ლუკას პაკეტაზე.

რაც შეეხება დი მარიას, მის მიმართ არის ინტერესი ესპანური და იტალიური კლუბებისგან.

ამასობაში, დი მარია დაახლოებით სამი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. მან „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. არგენტინელი პარიზულ გუნდს მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება, რომელიც მარტის ბოლოს არის ჩანიშნული.

ლიგა 1-ის წლევანდელ სეზონში დი მარიამ 20 მატჩი ჩაატარა და სამ-სამი გოლი და შედეგიანი გადაცემა დააგროვა.