„პარი სენ-ჟერმენი“ და ნეიმარი კონტრაქტის გაგრძელებაზე მუშაობენ
„პარი სენ-ჟერმენი“ და ნეიმარი კონტრაქტის გაგრძელებაზე მუშაობენ

საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ ფორვარდ ნეიმართან ახალი კონტრაქტის გაფორმებას განიხილავს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფრანგული კლუბი მზად არის მოთამაშე „ბარსელონაში“ სხვა ფეხბურთელისა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაუშვას.

ფრანგული პრესის ცნობით, მოლაპარაკებები პსჟ-სა და ნეიმარის წარმომადგენლებს შორის უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. იტყობინებიან, რომ პროცესი პოზიტიურად ვითარდება, თუმცა, დიდი პროგრესი არ შეიმჩნევა.

ბრაზილიელის ამჟამინდელი კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 22 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი შეასრულა.