„პარი სენ-ჟერმენი“ და „ბორნმუთი“ უკრაინელი მცველის, ილია ზაბარნის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ და „ბორნმუთი“ ილია ზაბარნის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან, – ინფორმაციას BBC-ს სპორტული ჟურნალისტი ნიზაარ კინსელა ავრცელებს.
„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის განხილვის საგანს ბონუსი წარმოადგენს. ინგლისური კლუბი მთლიანი პაკეტის 70 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს და მოლაპარაკებები სწორედ ამ მიმართულებით გრძელდება.
პარალელურად, „ბორნმუთი“ ზაბარნის შემცვლელს ეძებს, რაც მიუთითებს, რომ ტრანსფერის დასრულება მხოლოდ დროის საკითხია.
22 წლის ზაბარნი „ბორნმუთს“ 2023 წელს შეუერთდა, ის ინგლისის პრემიერლიგაში გასულ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი იყო.