პარი სენ-ჟერმენი 11 წლის კილიან მბაპეს შეიძენს
პარი სენ-ჟერმენი 11 წლის კილიან მბაპეს შეიძენს

პარი სენ-ჟერმენი აპირებს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კილიან მბაპეს სეხნიისა და მოგვარის, 11 წლის კილიან მბაპე ნდუმბე იაბას შეძენას.

როგორც გაზეთი ლე პარიზიენი (Le Parisien) წერს, საფრანგეთის ჩემპიონის წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ბიჭის მამასთან. ამ მომენტისთვის, 11 წლის მბაპე პატარა ქალაქ რუასი-ან-ბრის გუნდში თამაშობს. აქ იწყებდა კარიერას მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა.

პატარა კილიანი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. რამდენიმე ხნის წინ, მან საბავშვო ტურნირში ოთხი გოლი გაიტანა ორ მატჩში.