პარაწოლჭიმი | ქართველმა გოგონებმა თბილისის მსოფლიო თასის პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე პარაწოლჭიმის მსოფლიო თასის პირველ დღეს ქართველმა გოგონებმა სამი მედალი მოიპოვეს.
ორი მედალი მოიპოვა მირანდა გიგაშვილმა – ის ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი თამარ ჩალათაშვილმა მოუტანა. თამარმა (61 კგ) წონით კატეგორიაში სამივე მისვლით ჯამში 164 კგ ასწია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ტურნირზე საქართველოს სხვადასხვა წონით კატეგორიაში 28 წარმომადგენელი ეყოლება — 20 ვაჟი და 8 ქალი.
მსოფლიო თასის ორგანიზატორია და მასპინძელია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი.