პარაწოლჭიმი | 10-12 მაისს თბილისში მსოფლიო თასი გაიმართება #1TVSPORT

15:44, 09.05.2025

10-12 მაისს თბილისი პარაწოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 30 ქვეყნის 200-მდე პარასპორტსმენი და დელეგატი მიიღებს.

საქართველოს ნაკრებს ტურნირზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში 28 წარმომადგენელი ეყოლება (20 ვაჟი, 8 გოგონა).

მსოფლიო თასის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია. ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

მსგავსი