პარატიჩი ჰოლანდია-გერმანიის მატჩს დაესწრება

12:32, 20.03.2019

ტურინის იუვენტუსის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ჰოლანდიაში გასამართ შეხვედრას დაესწრება, სადაც ადგილობრივი ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება.

პარატიჩის ვიზიტის მიზეზი ორი ჰოლანდიელი ფეხბურთელია. როგორც ცნობილია ბებერი სინიორას მიზნებში აიაქსში მოთამაშე მატიას დე ლიხტი და ლევერკუზენის კაი ჰავერცი შედის.

ტუტოსპორტის ცნობით, პარატიჩის ვიზიტის ერთადერთ მიზეზს სწორედ ამ ფეხბურთელებზე დაკვირვება წარმოადგენს.

მსგავსი