პარატაეკვონდო | ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირზე ანა ჯაფარიძემ - ვერცხლის, ლია ჩაჩიბაიამ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ჩინეთის ქალაქ ტაიანში პარატაეკვონდოში გაიმართა G3-ის კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი – 2025 WT President’s Cup-ი, რომელშიც საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა იასპარეზა.
აღნიშნულ ტურნირზე, სადაც მსოფლიოს უძლიერესმა პარატაეკვონდოისტებმა მიიღეს მონაწილეობა, ჩვენმა გოგონებმა ორი მედალი მოიპოვეს – ანა ჯაფარიძე (52 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ლია ჩაჩიბაიამ (47 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ლაშა ტყემალაძეს ჩინეთის 2025 WT პრეზიდენტის თასის საუკეთესო მებრძოლის ტიტული მიენიჭა და ჯილდოც გადაეცა.
ჩინეთში საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ასპარეზობა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.