პარატაეკვანდო | ანა ჯაფარიძე პარიზის გრანპრის გამარჯვებულია #1TVSPORT

21:04, 08.10.2026

პარიზის გრანპრიზე ქართველმა პარატაეკვანდოისტმა, ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ჯაფარიძემ მსოფლიო კლასიფიკაციაში (-52 კგ წონითი კატეგორია) მონღოლი სპორტსმენი, სურენიავ ულამბაიარი ჩამოიტოვა და რეიტინგის ლიდერი გახდა.

ანა ჯაფარიძე ნოემბერში სამხრეთ კორეაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებეს. ტურნირი 20-22 ნოემბერს ჩატარდება.

მსგავსი