პარატაეკვანდო | ანა ჯაფარიძე მსოფლიო ჩემპიონატის წინ რეიტინგის ლიდერი გახდა #1TVSPORT

20:27, 12.10.2026

პარიზმა პარატაეკვონდოს გრანპრის უმასპინძლა, რომელიც ქართველი სპორტსმენებისთვის შედეგიანი აღმოჩნდა. ანა ჯაფარიძემ  ჩემპიონობა იზეიმა, ლიკა ჩაჩიბაია კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ტურნირზე ჯაფარიძემ ასპარეზობა რუსი მარია ფისენკოს ბარიერის დაძლევით დაიწყო, შემდეგ სერბ მარია მიჩევს აჯობა, ფინალურ დაპირისპირებაში კი თურქი მერიემ ჩავდარი დაამარცხა. მოპოვებული ოქროს მედლით ანამ 52 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგში მონღოლ სურენჟავ ულამბაიარს გადაასწრო და პირველ საფეხურზე აღზევდა. ეს კი ნოემბერში სამხრეთ კორეაში დაგეგმილი მსოფლიო პირველობის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

რაც შეეხება ლიკა ჩაჩიბაიას, მან ბრაზილიელ კრისტიანა ნასიმენტოს სძლია და საპრიზო სამეულში მოხვდა.

ხაზგასასმელია ანა ჯაფარიძის შთამბეჭდავი სტატისტიკაც – კარიერის განმავლობაში მან 13 საერთაშორისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, ცამეტივეჯერ მოახერხა ფინალში გასვლა და ჩვენს ქვეყანას, საერთო ჯამში, 8 ოქროს მედალი მოუტანა.

მსგავსი